დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება.
როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი – პირველი რესპუბლიკის მოედნიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი, 30 იანვრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება.
სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.