იმ ფიზიკური პირების ქმედებებით, რომლებიც, ბავშვების დახმარების პროგრამით ფინანსური სარგებლის მიღებას ცდილობენ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან_აღნიშნული განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„მიუხედავად იმისა, რომ, პირველ რიგში, იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა შეიძლება სამართლებრივი პრობლემაც იყოს ფიზიკური პირების შემთხვევაში და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვუთხრა ხაზგასმით, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის პრობლემა და ბარიერი აქვთ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სტრუქტურა, სოციალური მომსახურების სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი დაწესებულება ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე მათ მიეხმარება მაქსიმალურად სწრაფად, ეს განაცხადები რომ შეავსონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

































































