პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა და მოუწოდა ყველა ამერიკელს დაგმო ასეთი “ავადმყოფი” ძალადობა.
“ამერიკაში ადგილი არ არის ამისთვის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი და დავგმოთ მომხდარი. ეს ავადმყოფობაა”,_ თქვა ბაიდენმა და დონალდ ტრამპს გამოჯანმრთელება უსურვა.