აშშ-ის ოკეანოლოგიის და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სამმართველოს თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს შეტყობინება „წყალქვეშ ჰუმანოიდების არსებობის დადასტურების შესახებ”.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალთევზები მართლაც არსებობენ და ბინადრობენ მსოფლიოს ყველა სახის წყალში.
სააგენტოს სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ქალთევზათა უმრავლესობა, ძირითადად, თბილ წყლებში ბინადრობს, განსაკუთრებით, ხმელთაშუა ზღვისა და კარიბის ზღვის აუზებში. ისინი, ასევე, შენიშნული არიან წყნარ ოკეანესა და ატლანტიის ოკეანის სამხრეთ ნაწილში.