ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ამერიკელმა სენატორებმა დები ფიშერმა და ბენ სასემ უკრაინისთვის მეტი დახმარების შესახებ გააკეთეს განცხადებები.
ბენ სასი ამბობს, რომ უკრაინას აშშ-მ უნდა გაუგზავნოს მეტი ჯაველინები, დრონები, სტინგერები
„ზელენსკის მეტი სჭირდება. რაც ისვრის, უნდა გავუგზავნოთ. მეტი S-300, მეტი ჯაველინი, მეტი დრონი, მეტი სტინგერი, მეტი ყველაფერი“ – ამბობს სენატორი.
მისი თქმით, უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ შვილებისთვის, არამედ ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის.
სენატორი დები ფიშერის თქმით, მებრძოლია. პრეზიდენტი ზელენსკი არის ლიდერი და ის გმირია
„პრეზიდენტი ზელენსკი შთამაგონებელია და ის მებრძოლია. პრეზიდენტი ზელენსკი არის ლიდერი და ის გმირია, მაგრამ მისი მდგომარეობა მძიმეა.
ჩვენ უნდა ვეძიოთ ყველა შესაძლო ვარიანტი, რომელიც არსებობს უკრაინის დასახმარებლად. კერძოდ, უფრო დახვეწილი საჰაერო სისტემები რუსეთის დაბომბვის წინააღმდეგ.“ – ამბობს ფიშერი.
სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსი წევრმა ფიშერმა, ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ვარიანტი შეიძლება მოიცავდეს ჩვენს მოკავშირეებთან მუშაობას საბჭოთა ეპოქის იმ სისტემების უზრუნველსაყოფად, რომლებზეც უკრაინულმა ძალებმა იციან როგორ მართონ.
„ისინი კარგად იცნობენ SA-8 და SA-10 და მათ შეუძლიათ თვითმფრინავებისთვის დამიზნება უფრო მაღალ სიმაღლეებზე“. – თქვა ფიშერმა
სენატორმა, ასევე აღნიშნა, რომ არის სხვა რესურსები, კონტრ-დრონის ტექნოლოგია, ასევე ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო იარაღი
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებს გუშინ, 16 მარტს მიმართა და კიდევ ერთხელ სთხოვა ცის ჩაკეტვა უკრაინის თავზე, ან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.
ემოციური გამოსვლის დასასრულს კი ამერიკელ პოლიტიკოსებს აჩვენა ვიდეოკადრები, რა მდგომარეობაშია უკრაინა ახლა და როგორი იყო ის, პუტინის ომამდე.
შეგახსენებთ, რომ გუშინვე, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარებას მოაწერა ხელი.
ავტორი: მერაბ ცაავა