FRANCE 24-ის ინფორმაციით, ამერიკელი სენატორი ჩაკ შუმერი სოციალურ ქსელში პოპულარული რუსული წარმოშობის აპლიკაციის FaceApp-ის ირგვლივ გამოძიების დაწყებას შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს სთხოვს.
გამოძიების დაწყებას სენატორი ეროვნული უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის რისკებიდან გამომდინარე ითხოვს.
„FaceApp – ის მდებარეობა რუსეთში კითხვებს ბადებს. ძალიან შემაშფოთებელი იქნება თუ მოქალაქეების პირადი მონაცემები უცხო ქვეყნის ხელისუფლებას მიეწოდება, რომელიც ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ კიბერ ომში“,_ამბობს სენატორი.
FaceApp – ის წარმომადგენლებს შუმერისთვის არ უპასუხიათ, მაგრამ კომპანიის აღმასრულებელმა პირმა The Washington Post-ს განუცხადა, რომ აპლიკაცია ფოტოებს სხვა მიზნებისთვის არ იყენებს.
იაროსლავ გონჩაროვის თქმით, ფოტოები სერვერიდან 48 საათის შემდეგ იშლება და რუსეთის ხელისუფლებას მონაცემებზე წვდომა არ აქვს.