ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი – აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში მოკლეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
“წუხელ, ჩემი მითითებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში წარმატებით ჩაატარეს კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები და სამყარო უფრო უსაფრთხო ადგილი გაეხადათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და სიმამაცის წყალობით, ჩვენ ბრძოლის ველიდან გავუშვით აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურეიში – ISIS-ის ლიდერი. ყველა ამერიკელი ოპერაციიდან უსაფრთხოდ დაბრუნდა“ – განაცხადა ბაიდენმა.
[sexy_author_bio]