ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერმა X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“აშშ ევროკავშირთან ერთად წუხს “ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვგმობთ ქართველების წინააღმდეგ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, რომლებიც ლეგიტიმურად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს – ევროკავშირი საყრდენი ძალაა კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა”, – დაწერა მილერმა.