ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო, ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი 600-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ ავიაკომპანიაში განაცხადეს. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ავიაკომპანიაში, ასევე აღნიშნავენ, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც გათავისუფლების პროცესის ოფიციალურად დასრულებამდე ვაქცინაციას გაივლიან, სამსახურს შეინარჩუნებენ.
„ეს წარმოუდგენლად რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩვენი გუნდის უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენი პრიორიტეტი იყო“, – განაცხადა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ კირბიმ.
როგორც reuters წერს, აგვისტოს დასაწყისში, United Airlines-ი პირველი ამერიკული გადამზიდავი გახდა, რომელმაც ვაქცინაციის გავლა ყველა თანამშრომლისთვის მოითხოვა. ვაქცინაციის მტკიცებულების წარდგენის ბოლო ვადა 28 სექტემბერი იყო.
ასევე სააგნეტო აღსანიშნავს, რომ ამ მომენტისთვის United Airlines-ის თანამშრომლების 99% ვაქცინირებულია, ხოლო რელიგიური ან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციის ვალდებულებისგან თანამშრომლების 3%-ია გათავისუფლებული.
[sexy_author_bio]