გურიაში, დღეს შესაძლებელია, ივნისის თვის განმავლობაში, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას თქმით, დღეს ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება.