2 თებერვალს- დასავლეთში, ხოლო – 3 ში აღმოსავლეთ საქართველოში არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დათბება, რაც წინაპირობა იქნება მორიგი უამინდობის დასაწყისის,_ ამის შესახებ ინფორმაციას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ავრცელებს.
“დასავლეთ საქართველო
3 თებერვალს ამინდი მკვეთრად გაუარესდება:
• დაბლობში მოსალოდნელია წვიმა;
• დასავლეთის ქარი გაძლიერდება 20-25 მ/წმ-მდე;
• ტემპერატურა დაიკლებს;
• ზღვაზე შექიმნება შტორმული სიტუაცია;
• მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა.
აღმოსავლეთ საქართველო
უამინდობა ძირითადად ქარში გამოიხატება:
• 3 თებერვლის საღამოდან და 4 თებერვლის ღამით დედაქალაქში გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის ქარი, სიჩქარით 22-27 მ/წმ.
• ტემპერატურა ისევ დაიკლებს”,_ წერს კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.
































































