მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში მაღალ მთაში მოთოვს, ზოგან იწვიმებს, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა მოიმატებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“27 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.
28-29 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 27 ნოემბერს +14, ხოლო 28-29 ნოემბერს +15,+17 გრადუსი იქნება“, _ ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.