გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ცნობებს აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, 14 თებერვალს, თითქმის მთელ საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება.
“14 თებერვალს ქუთაისში, დღისით +13 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +16 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. აქ უნალექო დღეა მოსალოდნელი.
ფოთში +13 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში, იწვიმებს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. იწვიმებს სოხუმში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვაა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.
ჭიათურაში +8 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, მზიანი იქნება დღე, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +7 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში წვიმას ვარაუდობენ. დღისით ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვა.
გორში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ითოვებს, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღის განმავლობაში ღრუბლიანობის მცირე მომატებაა შესაძლებელი. +3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსი იქნება, მზიანი იქნება დღე, ღამე კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსს მიაღწევს, იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. +17 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. აქ დღე უნალექოდ ჩაივლის.
რუსთავში დღისით +12 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში ნაწილობრივ მზიანი ამინდია მოსალოდნელი”, _ ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.