დღეიდან 5 ნოემბრის ჩათვლით კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დღეიდან მოსალოდნელია ნალექი 5 ნოემბრის ღამის ჩათვლით. იწვიმებს მონოტონურად და მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში +13, +15 გრადუსი, ხოლო მთაში 0, +2 გრადუსი დაფიქსირდება.
5 ნოემბერს, სავარაუდოდ, გამოიდარებს და შეიძლება ჰაერის ტემპერატურამ კვლავ მოიმატოს”,_ ამბობს გვაზავა.