სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას პროგნოზირებენ.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ხანმოკლე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
„28 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
26 – 27 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 26 სექტემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 27 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 26 სექტემბერს იქროლებს ჩრდილო– დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ხოლო 26 – 27 სექტემბერს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს“,_ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
































































