საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კვლავ 30 გრადუსს მიუახლოვდება,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმები.
ხვალ, დასავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და 24 სექტემბრამდე თბილი, უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. მცირე ნალექი შეიძლება იყოს, მაგრამ სერიოზული არაფერი.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, გასული დღეების განმავლობაში ზოგან +28, +30 გრადუსიც კი დაფიქსირდა, 17 და 18 სექტემბერს კი დაკლებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში დაახლოებით +24, +26 გრადუსამდე დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალიდან აქაც დაიკლებს და +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოშიც უმეტესად უნალექო ამინდი შეიძლება ჩავთვალოთ 19 სექტემბრიდან.
21 სექტემბრიდან კი ჰაერის ტემპერატურა კვლავ +30 გრადუსს მიუახლოვდება”,_ განაცხადა გვაზავამ.
ავტორი