გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში თბილი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, სინოპტიკოსები ქვეყნის ცალკეულ რაიონებში წვიმას ელოდებიან.
„8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
9-11 ოქტომბერს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ქვეყნის ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება“, _ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.