წუხანდელი ძლიერი ქარის შემდეგ, დილიდან წვიმს ოზურგეთში. ტემპერატურაც მკვეთრად დაეცა.
ქალაქში, ცენტრალურ ქუჩებსა და განსაკუთრებით ბაზრის მიმდებარედ, ხალხს გადაადგილება უჭირს.
_ჯერ ზამთარი არ დასრულდა, მერე გაზაფხულის მოსვლას არ დაადგა საშველი და ისევ ზამთარი მოგვიბრუნდა, მგონია. რა გინდა, რომ ქნა? ამინდიც ჩვენ გვებრძვის, საცოდავ ხალხს. წელს ყანას დავთესავთ თუ სასუქს ვიყიდით? სასუქს , ნებისმიერ პროდუქტს რა ფასები ადევს… ტყემალსაც არ დატოვებს ხეზე ასეთი შიშხათი, _ გვეუბნება ბაზრისკენ, ჩანთებით ხელში, სირბილით მიმავალი ნადია ქერქაძე. თან ბრაზობს, სანამ იქ დახლთან მივალ, კი დავსველდი და დღეს კლიენტიც არ მომეკარება, ისეთი ამინდია. ოთხი პურის ფულსაც ვერ ვიშოვიო.
ზოგადად, ჭარმაგი გურულები ამბობენ, რომ ასეთი ხანგრძლივი ზამთარი და ცივი გაზაფხული, არ ახსოვთ.
_1981 წელს გაიწელა ძაან ზამთარი, თუმცა მაშინაც კი გაზაფხული დროულად დადგა და არც სიცივე გვიგრძნიაო, – ამბობენ ისინი.
ავტორი