პედაგოგების და ადმინისტრაციის აცრა იქნება აუცილებელი, რომ სკოლებში სწავლა დაიწყოს, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, განიხილება ბავშვების ვაქცინაციის პროცესში ჩართვაც, მაგრამ არა 12 წლის ქვემოთ.
„ბავშვების აცრას განვიხილავთ, მაგრამ არა 12 წლის ქვემოთ. ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს. გვაქვს შიდა კონსულტაციებიც, განვიხილავთ ბევრი ქვეყნის მაგალითს და ვფიქრობთ ამაზე.
გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, არჩევითად ანუ სელექტიურად, სკოლებში დაიწყება სწავლა იქ, სადაც გვექნება ინფექციის გავრცელებისა და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა. შესაბამისად, ასევე აიცრებიან პედაგოგები და ადმინისტრაციული პერსონალი. ეს ორი კომპონენტი იქნება აუცილებელი, რომ სკოლებში სწავლა დაიწყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.