„დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს”, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ორჯერ აცრილთათვის გარკვეული შეღავათები უნდა დაწესდეს.
„დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს. მაგალითად, ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, 2 გამოსასვლელ დღეს ვაძლევთ იმ ადამიანს, რომელიც აიცრება.
ჩვენთან დასაქმებულთა 61 პროცენტი აცრილია და აგვისტოს ბოლოსთვის გვინდა, რომ 80-85 პროცენტზე ავიდეთ.
ეკატერინე ტიკარაძემ მოგახსენათ, სხვადასხვა ლატარეის გათამაშებაზე და სხვა წამახალისებელ ღონისძიებებზე, ორჯერ აცრილთათვის გარკვეული შეღავათები უნდა იყოს – ისინი უფრო მარტივად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებაში. ამის სრული ჩამონათვალი გვაქვს, თუმცა, ეს დამოკიდებულია დამსაქმებლებზე. ეს არის მხოლოდ რეკომენდაციები. დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, ამიტომ მათ ვთხოვთ, რომ მეტი წახალისება მისცენ აცრებს. მათ შეიძლება ბევრი რამ მოიფიქრონ ამასთან დაკავშირებით“, _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: მერაბ ცაავა