ამ წუთებში ოზურგეთში ამირან გამყრელიძე იმყოფება. ის გურიის გუბერნატორს გიორგი სახოკიას და სამივე მუნიციპალიტეტის პირველ პირებს ხვდება.
შეხვედრის მიზანი ვაქცინაციაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვაა და ამაში სახელმწიფო სტრუქტურების დახმარება.
შეხვედრის შემდეგ ამირან გამყრელიძე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.