საქართველოს სახალხო არტისტს, კინოსა და თეატრის მსახიობ ამირან ქადიეშვილს მახათას მთაზე მდებარე ახალ პანთეონში დაკრძალავენ.
ქადიეშვილის ოჯახის წარმომადგენლის განცხადებით, სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 7-8 ოქტომბერს მისამართზე: ქეთევან წამებული ქ. 2. პირველი სადარბაზო, მერვე სართული. დაკრძალვა 9 ოქტომბერს, შაბათს 14.00 საათზე მახათას მთაზე, ახალ პანთეონში.