18 აგვისტოს ტრადიციულად ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ჩოხატაურში ბაზრობა იმართება.
„გურია ნიუსი“ იმყოფებოდა ადგილზე და გაეცნო პროდუქტის ფასებს. მოგეხსენებათ, დაიწყო თხილის სეზონიცმ რომლის ფასიც საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევ. საზოგადოებას უჩნდება კითხვები თუ ოზურგეთში, სამეგრელოში და სხვაგან თხილს აქვს ნორმალური ფასი ჩოხატაურში რატომ არ არის ეს ასე?
დღეს, 18 აგვისტოს ბაზრობაზე თხილი 2-2,20 თეთრი ღირდა ესეც იმ შემთხვევაში თუ 10 კეკლიდან 10-ივე კარგი იქნებოდა, ყველის ფასი 14-15 ლარი იყო, ფერიცვალების დღეს სუფრაზე უამრავი ხილი გვხვდება ხოლმე, ჩვენ მათგან რამოდენიმეს ფასს გეტყვით: 1კგ საზამთროს ფასი 1 ლარია, 1კგ ნესვის ფასი 1.50 თეთრი, სიმინდი 1 ცალი 1.20 თეთრი ღირდა.
_ ძალიან მაინტერესებს თუ იქნება რაიმე შეღავათი ამ ხალხისთვის, თუ იქნება, რომ გაჭირვებულ ხალხს ვინმემ პასუხი გასცეს იმ შეკითხვაზე რატომ აქვს თხილს ასეთი დაბალი ფასი და პროდუქტები რატომაა ასეთი ძვირი, რატომაა სამეგრელოში, აჭარაში ყველგან უფრო მეტი ფასი ჰქონდეს თხილს ვიდრე აქვს ოზურგეთში და ჩოხატაურში? რატომ ხდება ასე, ეს მაინტერესებს და თუ ჰყავს ამ ხალხს პატრონი და თუ შეიძლება ამაზე ვინმემ ამ ხალხს პასუხი გასცეს?! – გვითხრა ერთ-ერთმა რესპოდენტმა.
ფეისბუქ გვერდ „ოზურგეთი განცხადებები“ ვრცელდება ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი, რომელიც ასევე უკმაყოფილოა თხილის ფასით, რომელიც ჩოხატაურისგან განსხვავებით ოზურგეთში „მაღალია“ და 2.50-2.60 თეთრით განისაზღვრა.
„თხილის ფასი 2.5-2.60 ლარია. 1 ჯანსაღი თხილის გულის ფასი 0.35 თეთრია. 10-დან 8/9 გული თუ ამოვიდა, მაინც 2.50 იხდიან, რა ფენომენია? მაშინ რატომ განისაზღვრება თხილის გულით ფასი, თუ მაინც 2.50 ღირს?
ამას რატომ არ აპროტესტებს არავინ? არაკეთილსინდისიერებასაც გააჩნია, როდის უნდა დაფასდეს ამ ქვეყანაში ადამიანის შრომა?! “ – წერს მომხმარებელი ფეისბუქ სტატუსში.
ავტორი