თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი დამაგრეველი მიწისძვრების სერიებზე დაგვიანებული სამაშველო პასუხის გამო ბოდიში მოიხადა.
,,მიწისძვრების და უამინდობის დამანგრეველი შედეგების გამო, ისევე როგორც დაზიანებული ინფრასტრუქტურით გამოწვეული სირთულეების გამო, ჩვენ ვერ ვიმუშავეთ ისე, როგორც გვინდოდა პირველ დღეებში. ამისთვის ბოდიშს ვიხდი“, – თქვა ერდოღანმა ადიამანის პროვინციაში ვიზიტისას, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს, მთავრობის სამაშველო რეაგირების გამო მზარდი კრიტიკის ფონზე.
ცნობისთვის, 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ორი ძლიერი მიწისძვრა რამდენიმე საათში მოხდა, რამაც 40 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
თურქეთის პრეზიდენტი ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. რამდენიმე პოლიტიკოსმა მიუთითა ქვეყნის არამზადობაზე ამხელა სტიქიური უბედურების დასაძლევად.
მთავრობის მიწისძვრაზე რეაგირება შეიძლება იყოს საკვანძო საკითხი მომავალ საყოველთაო არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს მაისსა და ივნისში და, სავარაუდოდ, ერდოღანის მმართველობისას ყველაზე მჭიდრო წინააღმდეგობა იქნება.
მზარდი აღშფოთების ნიშნად, ფეხბურთის გულშემატკივრებმა მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდეს შაბათ-კვირის რამდენიმე მატჩის დროს და გააკრიტიკეს მთავრობის რეაქცია მიწისძვრებზე.
ავტორი