განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის, ევროკავშირში შესვლისთვის და ამისთვის ხელშეშლა დაკავებებით და დაჭერებით, შეუძლებელია.
“მე ვფიქრობ რომ რა ხალხიც აქ იკრიბება, არის საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი და მნიშვნელოვანია მათთვის, რომ ეს დემოკრატიული პროცესი შედგეს, შევიდეთ ევროკავშირში, რაც გარდაუვალია და შეუძლებელია, რომ დემოკრატიისკენ სწრაფვა ხალხს შეუნელო დაჭერებით, ძალადობით. ჩვენ ისტორიაში არ გვაქვს ისეთი გამოცდილება, როცა დემოკრატიისთვის გვებრძოლოს და საბოლოო გამარჯვებისთვის ვერ მიგვეღწიოს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეს პროტესტი.
თავისთავად, ევროკავშირი გვინდა იმისთვის, რომ ვისწავლოთ მათთან ერთად თუ როგორ შეიძლება ვიყოთ უკეთესი საზოგადოება. ევროპა არის ერთი დიდი გაერთიანება საზოგადოების, სადაც არის მშვიდობა, დემოკრატიული პროცესი, როცა ინსტიტუტები მუშაობენ ისე როგორც უნდა მუშაობდნენ, მთავრობა კი არ აკონტროლებს საზოგადოებას, არამედ საზოგადოება აკონტროლებს ხელისუფლებას და ანგარიშვალდებულს ხდის”,_ ამბობს სიმონ ჯანაშია.
ავტორი