ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალქალაქში, იუსტიციის სახლთან. მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ცისანა შერგილაშვილი ავრცელებს.
“ვიღაცისთვის დღეს ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა, ვიღაცისთვის ვეღარ გათენდა.
სად გეჩქარება, ადამიანო? მიწაში?
პატარა ქალაქისთვის ამდენი ავარია უკვე მეტისმეტია. აქ არაა გორა, იქიდან დაგორდე მანქანის ტარების დროს, არც ხრამი, შიგ რომ ჩავარდე. ვაკეა ვაკე! შუქნიშანი!
უკვე მეორე ავარია, რაც ამ სახლში ვართ. ორივეჯერ გადავრჩით, სახლის კედლებს რომ არ შემოასკდნენ, მაგრამ ამჯერად თავად ვერ გადარჩა.
სისწრაფე უცხო არაა ჩვენთვის, მაგრამ ამ ქალაქში, რაღაც სხვა კოშმარი ხდება. შეუძლიათ, ისე, გართობის მიზნით ქალაქის შიდა ქუჩებშიც კი 100-ით იმოძრაონ. ან ვთქვათ, ძალიან აუცილებელ საქმეზე ეჩქარებათ და მაგიტომ გარბიან? ყველა შემთხვევაში გერჩივნოთ დაგვიანება სიკვდილს!
ამაზე ადგილობრივმა თვითმმართველობამაც უნდა იმუშაოს. მარტო ვიშვიში არ კმარა! ხალხში საინფორმაციო კამპანიებია ჩასატარებელი! ცნობიერება ასამაღლებელი! ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს!”_ წერს შერგელაშვილი.