ცოტა ხნის წინ ვწერდით ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კურსდამთავრებულის, მათე გოგოლაძის უცხო ენაში მიღებული მაღალი შედეგის შესახებ. უკვე ცნობილია მათეს საგამოცდო ქულა მათემატიკაშიც. მათემ მაქსიმალური 51 ქულიდან 42 ქულა მიიღო და კიდევ ერთხელ გაახარა ოჯახი, სკოლა, გულშემატკივრები.
_ ძალიან გახარებული ვართ. მათემ ყველა საგანში მაღალი ქულა მიიღო, _ ამბობს გურია ნიუსთან საუბრისას მათე გოგოლაძის ახლობელი.
გურია ნიუსი ულოცავს მათეს და მომავალ წარმატებებს უსურვებს.