უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაზე განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე მცირდება. ხელისუფლებამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები გაყინა და სისხლის სამართლის საქმე „საბოტაჟისთვის“ აღძრა, იმ ბრალდებით, რომ მათ მომიტინგეებისთვის დამცავი აღჭურვილობის დაფინანსება განახორციელეს. წინა საქმეებისგან განსხვავებით, ამან შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების დაპატიმრება გამოიწვიოს.
დამოუკიდებელი NGO-ების “საბოტაჟის მონაწილეებად” შერაცხვით ხელისუფლება მათ მუშაობას ზღუდავს და ქვეყანაში სხვებს, ვინც ადამიანის უფლებებს იცავენ, გამყინავ გზავნილს უგზავნის.
ადამიანის უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების სამუშაოსთვის ძირის გამოთხრით საქართველოს ხელისუფლება თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს საბოტაჟს თავად უწყობს. ადამიანის უფლებების ეს რეპრესია უნდა დასრულდეს,” – წერს Amnesty International.

































































