ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს.
საერთო ჯამში, პროექტი 300-მდე მუხლს მოიცავს და ამოქმედების შემდეგ ცვლილებები პატიმართა 1/3 შეეხება, მათგან 10% საპატიმროს დატოვებს.
ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებში, ყაჩაღობაში, ტერორიზმსა და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე მუხლებით მსჯავრდებულებს.