“უამრავი მანქანაა გადაყენებული გზიდან. ან გაწმინდონ ან მარილი დაყარონ. აღმოსავლეთის მიმართულებით გზა თავისუფალია, მაგრამ გადაადგილება ჭირს იმის გამო, რომ გზა თოვლისგან წესიერად გაწმენდილი არაა. ამას ემატება ყინვაც. რაც შეეხება დასავლეთის მიმართულებას, გზაზე რამდენიმე ათეულკილომეტრიანი საცობია”, _ ამ შინაარსის წერილი “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა მგზავრა მოსწერა.
“გურია ნიუსი” საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა.
“გზა იწმინდება”, _ გვითხრეს დეპარტამენტში, თუმცა მგზავრი, რომელიც მეორედაცდაგვიკავშირდა, გვეუბნება, რომ ხაშურის მონაკვეთზე, თოვლის საფარი, დაახლოებით 20 სამნტიმეტრამდეა და გზა გაწმენდილი არ არის.






























































