,,სააკაშვილის შემთხვევაში ეს კუკუ-დამალობანაა _ ,,დამასტუკე-დაგასტუკე” არანაირად ჯანსაღი არ არის არც პოლიტიკური პროცესებისთვის“, _ ასე გამოეხმაურა მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სავარაუდო ჩამოსვლას.
მისი თქმით, არაა გამორიცხული, მესამე პრეზიდენტი ნამდვილად საქართველოში იყოს და ამის შესახებ შსს-მ არაფერი იცოდეს.
,,სააკაშვილის შემთხვევაში, ეს კუკუ-დამალობანა, ,,დამასტუკე-დაგასტუკე” არანაირად ჯანსაღი არ არის არც პოლიტიკური პროცესებისთვის და არც სახელმწიფო ინსტუტებისთვის. შსს-მ ერთხელ უკვე გააკეთა ეგეთი განცხადება აფგან მუხთარლიზე, რომელიც გაქრა თბილისიდან და აღმოჩნდა ბაქოში, სამინისტრომ კი თქვა, რომ არაფერი იცოდა. ამ სამინისტროსგან ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ახლა სააკაშვილი იქიდან გაჩნდა ბათუმში და ესეც არ იცოდნენ“, _ განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილას სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ის ბათუმში იმყოფება.
[sexy_author_bio]