დღეს, ბათუმის კერძო სკოლი “ნიკეში“ ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო შედგა.
“ჯერ კიდევ ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი ახალ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის საფუძვლიანად შეგვესწავლა ანა კალანდაძის შემოქმედება. ასევე, ჩავსულიყავით ჩოხატაურში, მის მშობლიურ სოფელში. დაიგეგმა ექსკურსია, სკოლის მასწავლებლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ანა კალანდაძის შესახებ ყველა ინფორმაცია მიეწოდებინათ მოსწავლეებისთვის“, _ გვითხრა “ნიკეს“ დირექტორმა იზო ტაკიძემ.
ანა კალანდაძის პოეზიის საღამოს მისი ახლო ნათესავები დაესწრნენ, რომლებიც ჩოხატაურიდან იყვნენ მიწვეული.
“გურია ნიუსი“ ვრცელ მასალას ამ საღამოს შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.