ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები _ ანა სისვაძე და ლელუ ლიპარტელიანი საზოგადოებას მაშინ გავაცანით, როცა ისინი ეროვნულ გამოცდებს უმაღლესი შეფასებებით აბარებდნენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და სამართლის ფაკულტეტების სტუდენტები გახდნენ და მათ სწავლას სახელმწიფო 100%-ით დააფინანსებს.
21-ს ქვევით ულოცავს ანას და ლელუს სტუდენტობას და ახალ-ახალ წარმატებებს უსურვებს.