უკრაინის მხარდაჭერა მოლდოვას გადარჩენის გარანტიაა,_ აღნიშნული განცხადება reuters- ის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
„ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე ნიშნავს სტაბილიზაციის ხელშეწყობას მოლდოვასთან მიმართებაში. აშკარაა, რა არის აქ ხალხის ყველაზე დიდი საზრუნავი: თუ უკრაინა დაეცემა, მოლდოვა იქნება შემდეგი ქვეყანა”,_ განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.