ანასეულის წყალმომარაგების სისტემის პროექტზე ტენდერი 30 ოქტომბრამდე გამოცხადდება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ აცნობა.
მისივე თქმით, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება:
_ ცოტა ხნის წინ ანასეულელებს დავპირდით, რომ წყლის პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. სამუშაო შეხვედრებმა, რომლებიც მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა, შედეგი გამოიღო.
ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება და მშენებელობა 2019 წლის მაისი-ივნისის თვეში დაიწყება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.
ანასეულელები წყლის პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვენ. ამის გამო მათ რამდენიმე აქციაც კი გამართეს.
ამავე თემაზე: ინფრასტრუქტურის მინისტრი ოზურგეთში _ რა დრო დასჭირდება წყალსადენის მშენებლობას
ვინ მოაგვარებს წყლის პრობლემას _ სასამართლო თუ ეკონომიკის სამინისტროს ძალისხმევა
“წყალი, წყალი გვინდა, ვიხრჩობით” _ ანასეულში აქციაზე არჩილ თალაკვაძე მივიდა