“საზოგადოებას დავპირდით და ვასრულებთ პირობას – დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება ოზურგეთის ულამაზეს უბანში, ანასეულში. მეცნიერების ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციას 4 თვეში დავასრულებთ.
დღეს, მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. პროექტის ბიუჯეტი 970 000 ლარს შეადგენს. გარდა გზების რეაბილიტაციისა, აქ წლების განმავლობაში, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წყლით მომარაგება წარმოადგენდა, რომელიც დღეს უკვე მოგვარებულია და ანასეულის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)