ოკუპირებული ,,სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა, _ ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა ,,დეპუტატების“ საგანგებო შეკრებაზე განაცხადა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა განაცხადა, რომ ანატოლი ბიბილოვმა დაძაბულობის შემცირება სცადა, რომელიც ცხინვალის იზოლატორში ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოჰყვა.
,,შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, მთავრობა დაითხოვოს, რათა განიმუხტოს მწვავე ვითარება, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა“, _ განაცხადა ტადტაევმა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ე.წ. დეპუტატებმა ე.წ. გენერალურ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენეს.
როგორც ცნობილია, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ადგილობრივი, 28 წლის ინალ ჯაბიევი, ოკუპირებული რეგიონის ,,სამართალდამცავებმა“ დააკვეს, რომელიც იზოლატორში წამების შედეგად გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტს ცხივნვალში საპროტესტო აქცია მოჰყვა. მომიტინგეები მთავრობის გადადგმას მოითხოვდა.