გერმანიის კანცლერმა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადეს, რომ რუსეთთან დიალოგის შენარჩუნება გადამწყვეტია ”ევროკავშირში უსაფრთხოებისათვის”. მათ ასევე თქვეს, რომ ევროკავშირს ასევე აქვს გამოწვევები რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობაში“, _ ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ორი ქვეყნის ლიდერმა, ბერლინში ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ასევე განაცხადაეს, რომ ევროკავშირი ”დიდ გამოწვევებს” აწყდება რუსეთთან და ნატოს მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობაში.
მერკელი თქმით, ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაცია ღიად უნდა გააგრძელოს, მიუხედავად უთანხმოებისა ისეთ საკითხებში, როგორიცაა აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში არსებული კონფლიქტებისა.
„რუსეთი დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, მაგრამ ის ასევე, კონტინენტური მეზობელია ევროკავშირისთვის და ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ დარწმუნებული, რომ ყველა ჰიბრიდული შეტევა შეჩერებულია“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.
რუსეთთან დიალოგის საჭიროებას ხედავს საფრანგეთის პრეზიდენტიც.
„ჩვენი ინტერესია, გავაგრძელოთ რუსეთთან დიალოგი, თუკი გვსურს უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროკავშირში – რაც არ უნდა რთული იყოს ეს“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
მაკრონმა, ასევე აღნიშნა, რომ იგი ეთანხმება მერკელის კომენტარს და დასძინა, რომ საერთო ხაზი უნდა მოიძებნოს რუსეთთან დაკავშირებით.
მერკელმა კი აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შექმნა თანამშრომლობის კლიმატი.
”მე ვფიქრობ, რომ ყველას შეგვიძლია ბედნიერი ვიყოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შექმნა თანამშრომლობის კლიმატი, რომელშიც ყველამ თავისი როლი უნდა ითამაშოს”, _ თქვა მერკელმა.
ავტორი: მერაბ ცაავა