გერმანიას ძლიერი საფრანგეთი სჭირდება. აღნიშნული განცხადება Reuters -ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ეკონომიკური რეფორმების წარმატებით დაინტერესებულია.
„ძლიერი საფრანგეთი ხელს შეუწყობს ევროპის წინსვლას, ამიტომაც დაინტერესებული ვარ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წარმატებით“,_განაცხადა მერკელმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გადასახადების შემცირების, რის შედეგადაც შემოსავალი უნდა გაიზარდოს.