https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

,,ანი” და ,,ბანი” გურულად

8:06; 15.06.2020
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს საზოგადოებას (მათ შორის ხელისუფლებაშიც) განათლება აკლია, ამიტომაცაა რომ ვიმკით ასეთ მოსავალს. განათლების ფასი ყველაზე კარგად გურულებმა იცოდნენ, იმიტომაც იყო უამრავი სკოლა, ბიბლიოთეკა და სამკითხველო გახსნილი ამ ულამაზეს კუთხეში, რასაც იმპერიის მასშტაბითაც კი ვერავინ დაიკვეხნიდა. რა ეპითეტებით არ ამკობდნენ გურიას ,,უკულტურესი კუთხე”, ,,საქართველოს საფრანგეთი” და მრავალი სხვა…

თუა რა პრიორიტეტს ანიჭებდნენ განათლებას, კარგად მოჩანს ლანჩხუთის რაიონის მაგალითზეც.

ლანჩხუთში პირველდაწყებითი ტიპის სკოლა პირველად 1873 წელს გაიხსნა. ამ სკოლის პირველი მასწავლებლები იყვნენ დავით კერესელიძე, კონსტანტინე კალანდარიშვილი, მღვდელი გიორგი ბარამიძე, მღვდელი გიორგი ორაგველიძე და სხვები. შემდეგ ეს სკოლა გადაკეთდა ორკლასიან სკოლად.

,,დროების” (#34, 1875) კორესპონდენტი კალანდარიშვილი მიმოიხილავს რა გურიის სკოლების მდგომარეობას წერს: ,,კარგი შკოლა არის დაბა ლანჩხუთის, აშენებული საზოგადოების ხარჯით და მასწავლებლებიც რიგიანი ჰყავს უფალ ინსპექტორს დაყენებული. ეს შკოლა აკურთხეს წარსულის 1874 წელს, ოქტომბრის თვეში”. ამ სკოლამ წერა-კითხვა შეასწავლა და საფუძვლიანი ცოდნა მისცა რაიონის მოსახლეობის საკმაოდ მოზრდილ ნაწილს.

ხსენებული სკოლის გარდა, 90-იანი წლებში ლანჩხუთში კერძო სკოლაც გაიხსნა მასწავლებელ ავთანდილ იოსელიანის მიერ, მაგრამ დიდხანს არ უმუშავია. უფრო ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობით ცნობილი იყო მღვდელი ესტატე ცინცაძის მიერ გახსნილი სამრევლო სკოლა.

,,ივერია” 1900 წელს იუწყებოდა: ,,სკოლა, როგორც სავაჟო, ისე საქალებო, სამკითხველო და სავაჭრო ამხანაგობა, აი ის უძვირფასესი საუნჯენი ჩვენი სოფლისა, რითაც ასე თავგამოდებით ამაყობს მთელს გურიაში და პირველობას ჩემულობს ლანჩხუთი.
აქაურ სკოლას რომ თვალი გადაავლოს უცხომ მის ყურადღებას მიიპყრობს ის შენობა, რომლის მსგავსი არც ერთ გურიის დაბა-სოფელში არ მოიპოვება. ეს არის სკოლა, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლის თავდადებული მუშაკი და ცნობილი პედაგოგი არსენ წითლიძე, რომელმაც მცირე ხნის განმავლობაში ასეთი ძვირფასი საუნჯე შესძინა სოფელს თავისი შრომით, რასაც არ დაივიწყებს ლანჩხუთი.”

არსენ წითლიძე მაღალი, მოსული, წარმოსადეგი კაცი ყოფილა, ჭაღარაშერეული, შოთი თმა ჰქონდა. შეკრეჭილ წვერ-ულვაშს ატარებდა, ხავერდოვანი ბოხი ხმით მსმენელს იზიდავდა. ასევე, კარგი მომღერალიც ყოფილა. 
დიდ დახმარებას უწევდა ლანჩხუთსა და ცალკეულ სოფლებს იქაური ინტელიგენცია. მათ შორის იყო ნიგოითის მკვიდრი თავადი მაჭუტაძე, რომელმაც თავის მეუღლე ანა ტარსეისთან ერთად არაერთი კეთილი საქმე განახორციელა. მათ ნიგოითის ახალ სასწავლებლის ასაგებად შესწირეს საუკეთესო ადგილი და უფასოდ ამარაგებდნენ საკუთარი ტყიდან და მამულებიდან ხის და ქვის მასალით.
1899 წელს ლანჩხუთში გაიხსნა მეორე სასწავლებელი – ქალთა ორკლასიანი სკოლა. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ტიპის სასწავლებელი მხოლოდ ოზურგეთში იყო. ,,ივერია” ამ მოვლენას სათანადოდ გამოეხმაურა: ,,ძლივს აუსრულდა სწავლა-განათლების მოყვარულ ლანჩხუთელებს საქალებო სკოლის დაარსების სურვილი. ვერ წარმოიდგენთ რა სიხარულით მიეგება ხალხი ამ ფრიად კეთილ საქმის განხორციელებას. სკოლის დაარსების პირველსავე დღეს 70-ზედ მეტი მოსწავლე პატარა ქალი შეგროვდა და ამაზე მეტი კიდევ შინ ზუზუნით გაბრუნდა უალაგობის გამო. სკოლაში სავალდებულო საგნებს გარდა ასწავლიან: საეკლესიო გალობასა და ჯერ-ჯერობით ქარგვასა და ქსოვას…

ამჟამად სკოლას საკუთარი შენობა არა აქვს, მაგრამ სკოლის დამაარსებელსა და მმართველს მღვდელ ეპიფანე ჩხაიძეს მოლაპარაკება აქვს უკვე ხალხთან, რომ სკოლას საკუთარი შენობა აუგონ… ასე რომ სკოლა ორკლასიანი იქნება, რომელიც შეძლებს აწინდელ დედებს იმდენი ცოდნა შესძინოს, რომ თავიანთ შვილებს სახლშივე გააცნონ რა არის ,,ანი” და ,,ბანი”.

ქალთა სამრევლო სკოლაში ასწავლიდნენ კატო ფხაკაძე, ელიბო და ოლღა ჯუღელები, მარო გრიგოლაშვილი, ნინა ჯუღელი, ლიდა ჩომახიძე, აგრაფინა მურადოვა და სხვები. მღვდელი ეპიფანე ჩხაიძე თითქმის ყველა სკოლაში ასწავლიდა საღვთო რჯულს.
სოფელ მამათში ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმეს საფუძველი ჯერ კიდევ 1862 წელს ჩაუყარეს ნაქირავებ გლეხთა ოჯახებში. პირველ მასწავლებლებად უმუშავიათ იაკინთე შევარდნაძეს, გიგო შარაშენიძეს, ფარნა ჭეიშვილს, ეგნატე დარახველიძეს, გიორგი შევარდნაძეს, ბარნაბა მენაბდეს, მოსე სამსონიას, კირილე რუხაძეს, სპირიდონ ჯანჯღავას და სხვებს.

1895 წლის ,,ივერიას” ცნობით აცანაში სწავლა-განათლებას სულითა და გულით ეტანებოდნენ. აქ ერთკლასიანი სკოლა არსებობდა, რომელიც ორ კლასიანად უნდა გადაეკეთებინათ. დაარსებული იყო აგრეთვე სამრევლო სკოლა მღვდელ ს. ჩხაიძის და მღვდელ ათანასე ტუსკიას მეთაურობით. 

ჩიბათში სკოლის დაარსება დაკავშირებულია ანტონ ნაკაშიძის სახელთან, რომელიც ლანჩხუთში პოლიციის ბოქაულად მსახურობდა. მისმა აქტიურმა მოღვაწეობამ სასურველი შედეგი გამოიღო და დაახლოებით 1872 წელს ჩიბათში სკოლა გაიხსნა. 1875 წელს ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ზედამხედველმა ტროემ დაიარა გურიის სკოლები და განსკუთრებით მოეწონა ნიგოითის, ლანჩხუთის, ჯურუყვეთის, ჩოჩხათის, ჯუმათის და ძიმითის სკოლები.

მასწავლებელი კ. კალანდარიშვილი გაზეთ ,,დროებაში” (1875, #34) წერდა: ,,გურიის რამოდენიმე შკოლის მასწავლებლებს გვაქვს ამხანაგობა და ყრილობა ერთმანეთში, თავისუფალ უქმ დღეებს ერთ დანიშნულ ადგილზე, რომ მოვილაპარაკოთ სხვადასხვა შკოლის სასარგებლო საქმეზედ, აგრეთვე სამასწავლებლო საგნებზედ. ამნაირი კრება ხშირად გვაქვს ჩვენ დაბა ლანჩხუთის, ბახვის, ნიგოითის, ჩიბათის და ჯურუყვეთის შკოლების მასწავლებლებს, არცერთ ჩვენს კრებას არ ჩაუვლია უსარგებლოდ”.

1901 წლის 4 მარტი სუფსის მაცხოვრებლებისათვის ღირსშესანიშნავი დღე იყო. ამ დღეს სუფსელებმა ადმინისტრაციის, სამოსწავლო უწყებისა და თავადაზნაურთა წარმომადგენლების თანდასწრებით განაჩენი დაადგინეს, რომ დაარსონ ორკლასიანი სასწავლებელი. ,,ივერია” წერს: ,,შუადღისას ყველანი წიგნთსაცავის ეზოში შეიკრიბნენ და განაჩენს ერთხმივ მოაწერეს ხელი. სხვათა შორის, თავადმა ვახტანგ გურიელმა ფრიად საგრძნობი სიტყვით მიჰმართა შეკრებილს საზოგადოებას… გურგენიძემ მშვენიერ ადგილზედ ერთი ქცევა მიწა შემოსწირა სკოლის შენობის დასადგმელად”.

1913 წელს რაიონში 30-მდე დაწყებით და ერთი საშუალო ტიპის სკოლა იყო, რომლებშიც 2000-მდე მოსწავლე ირიცხებოდა. 1914 წლისათვის 30 დაწყებით სკოლა და ორი სამოქალაქო სასწავლებელი არსებობდა 2200 მოსწავლითა და 70 მასწავლებლით.
ლანჩხუთის მცხოვრები სერგო ჩხაიძე იხსენებდა: ,,1912 წელს, სასკოლო ასაკის რომ გავხდი, შემიყვანეს სკოლაში, რომელიც კერძო სახლში, სოფრომ ბარამიძის ოჯახში მდებარეობდა (დღევანდელი ფოსტის წინ). სასწავლებელში ხუთი ჯგუფი იყო. ჩემი მასწავლებლები იყვნენ: კოწია ჭუბაბრია, კირილე წილოსანი, მელიტონ ბარამიძე, ვანო ქართველიშვილი და სხვები. სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, რაც, რა თქმა უნდა გვიჭირდა, მაგრამ უკმაყოფილებას თუ გამოთქვამდი, კუთხეში მარილზე ან სიმინდზე დაჩოქება გელოდა.

1917 წელს რევოლუცია რომ დაიწყო, მე-5, ე.ი. ბოლო ჯგუფში ვიყავი. მისი დასრულების შემდეგ გადმოვედი ,,გოროდის” სკოლაში, რომელიც იმ დროისათვის ერთადერთი არასრული საშუალო სკოლა იყო ლანჩხუთში. აქ სწავლა ქართულად მიმდინარეობდა. ეს უკვე 1918 წელია. მყავდა ძლიერი მასწავლებლები: ილარიონ ჩომახიძე, მიხაკო კვაჭაძე, ეფროსინე იმნაძე, საღვთო სჯულს გვიკითხავდა მღვდელი ეპიფანე ჩხაიძე.
20-იანი წლების ლანჩხუთის კულტურულ ცხოვრებაში დიდი ადგილი ეჭირა ქოხ-სამკითხველოებს, რომელიც თითქმის ყველა სოფელში ამოქმედდა. ლანჩხუთში კი ცენტრში, წმინდა გიორგის ტაძრის შესასვლელ ჭიშკართან მდებარეობდა. მისი გამგე იყო პლატონ ჟორდანია. სამკითხველოებში ყოველთვის მრავლად იყო ახალგაზრდობა, რაც არ მოსწონდა ხელისუფლებას, განსაკუთრებით ნოე ჟორდანიას მთავრობის დამარცხების შემდეგ. 1921 წელს ლანჩხუთში მივლინებული დამსჯელი რაზმის ხელმძღვანელის, გვარად (საშა) ობოლაძის მითითებით, დაანგრიეს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. როგორც კონტრრევოლუციონერთა თავშეყრის ადგილი. მღვდელი ეპიფანე ჩხაიძე და სამკითხველოს გამგე პლატონ ჩხაიძე გადაასახლეს ციმბირში, სადაც ისინი უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ”.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025
ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11 დეკემბერი, 2025

ვიდეოთვალთვალი სკოლებში, ჰიგიენის ადგილებში - სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში

საქანელა გომის მთაზე, ღრუბლების გადასახედთან - ახალი პეტიცია ოზურგეთში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13.01.2026
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან გააძევეს და პატიმრობაში დატოვეს

16:05; 13.01.2026
მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

15:46; 13.01.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13.01.2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13.01.2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13.01.2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13.01.2026
საზოგადოება

კალანდა

13:04; 13.01.2026
საზოგადოება

საუკუნეებს მიღმა დაბადებული ტრადიციები და რიტუალები

12:50; 13.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

12:21; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ფულთან დამოკიდებულება

12:20; 13.01.2026
მსოფლიო

გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

12:15; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება

12:07; 13.01.2026
ზაფრანი

როგორ გამოვიანგარიშოთ ჩვენი რიცხვი

12:05; 13.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო