ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში სამტრედიელმა ანი კეკელიძემ უმაღლესი შეფასება, 60 ქულა აიღო.
მან ქალაქ სამტრედიის მე-4 საჯარო სკოლა წელს ოქროს მედალზე დაასრულა. მიღწეული შედეგისთვის ანი დიდ მადლობას უხდის თავისი სკოლის პედაგოგს, ნინო პაიჭაძესა და რეპეტიტორ ვერიკო ნიკურაძეს.
ანი კეკელიძე საერთაშორისო ურთიერთობებზე აბარებს.
მის ამ დიდ წარმატებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ვერიკო ნიკურაძე, სადაც იგი წარმატებულ მოსწავლეს ულოცავს უმაღლეს ქულას და მადლობას უხდის:,,ანი, მადლობა ამ უკიდეგანო სიხარულისათვის.”
ავტორი