ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის გაჩენის გამო მამაკაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. შემთხვევა იაპონიაში მოხდა.
კაცმა კიოტოს ანიმაციური სტუდიაში ხანძარი 2019 წელს გააჩინა. ხანძრის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.
მომხდარმა ანიმე სამყარო შოკში ჩააგდო.
45 წლის შინჯი აობამ დანაშაული აღიარა თავდასხმაში, მაგრამ მისმა ადვოკატებმა უფრო მსუბუქი სასჯელი მოითხოვეს “გონებრივი არაკომპეტენტურობის” მოტივით.
თუმცა მოსამართლეებმა უარყვეს ეს და დაადგინეს, რომ აობამ იცოდა რას აკეთებდა.