ამ წუთებში ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, ანამსბლი “თბილისი”კონცერტს მართავს.
ისინი ასრულებენ როგორც ხალხურ, ისე ქალაქურ სიმღერებს. გაჟღერდა კომპოზიტორების: რევაზ ლაღიძის, გოგი ცაბაძის, ოთარ რამიშვილის მუსიკაზე შექმნილი საუკეთესო სიმღერები. ასევე მამია ხატელიშვილის მიერ დამუშავებული სხვადასხვა ხალხური მელოდიები.
ოზურგეთელი მაყურებელი არაერთხელ ტაშითა და ოვაციით მიესალმა მაღალპროფესიულ ანსამბლს, რომელსაც ხალხში, დიდი ხანია, განსაკუთრებული სიყვარულით მოსილი ადგილი აქვს მოპოვებული.
ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, ავთანდილ სურგულაძე, კონცერტის დაწყებისთანავე მიესალმა მაყურებელს, უთხრა მათ, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი შეუერთდა აქციას „ანიტას გულისთვის” და კონცერტის დასრულებისთანავე მათ თვალწინ დაითვლება შემოწირულობა, რომელსაც მაყურებელი კონცერტის მსვლელობისას სპეციალურად განკუთვნილ მაგიდაზე დადგმულ ყუთში _”ანიტასათვის”_ათავსებს.