ცნობილ ამერიკელ მსახიობ ანჯელინა ჯოლის ფრანგული ფესვები აქვს. დედამისი ნახევრად ფრანკო-კანადელი გახლდათ. ანჯელინა ბავშვობიდან ფრანგულ ყაიდაზე იზრდებოდა და ამ ქვეყნის ენა შესანიშნავად შეისწავლა.
რამდენიმე დღის წინ მსახიობმა გამოცემა “Focus”-ს ინტერვიუ მისცა და აღიარა, რომ რომელიმე ფრანგულ კინოსურათში გადაღებაზე ოცნებობს.
“უახლოეს წლებში უთუოდ გავივლი სინჯებს რომელიმე ფრანგული ფილმისთვის. ბოლო დროს ევროპაში შესანიშნავ სურათებს იღებენ და მათში მონაწილეობით დაინტერესებული გახლავართ”, – განაცხადა ქალბატონმა ანჯელინამ.
კითხვაზე დღემდე რატომ არ გიმუშავია საფრანგეთშიო, მსახიობმა ჟურნალის თანამშრომელს პირდაპირ უპასუხა: “იმიტომ რომ, ჯერ არავის შემოუთავაზებია!”
ავტორი