საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ, ცნობილი ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი ანჯელინა ჯოლი წლებია, რაც პრიორიტეტულ საქმიანობად ადამიანების უფლებების დაცვლას მიიჩნევს, ის გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისიასთან 2001 წლიდან თანამშრომლობს.
ანჯელინას საქმიანობა მრავალფეროვანია. მან გასულ წელს ბავშვებისთვის წიგნიც დაწერა, ჰუმანიტარული საქმიანობის პარალელურად კი სამკაულების საკუთარი ხაზი შექმნა.
ქალბატონ ანჯელინას ახალი გატაცება გაუჩნდა. ცოტა ხნის წინ მსახიობმა განაცხადა, რომ ის გეგმავს “ატელიე ჯოლის” გაკეთებას, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი დიზაინით ნებისმიერი სამოსის შექმნას. საზოგადოებას ატელიეში შეეძლება ძველი სამოსის მიტანა და შემდეგ მისი გადამუშავება.
ავტორი