მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ის საკუთარ twitter გვერდზე წერს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ჰაკერებმა რუსეთის სამთავრობო ტელევიზიები, მათ შორის „რუსეთი 24“, „პირველი არხი“ და „მოსკოვი 24“ გატეხეს, რათა მაყურებლისთვის უკრაინაში მიმდინარე ომი ეჩვენებინა.
,,ჰაკერულმა კოლექტივმა Anonymous -მა გატეხა რუსული სტრიმინგის სერვისები Wink და Ivi (როგორც Netflix) და ტელეარხები Russia 24, Channel One, Moscow 24, რათა გადასცეს ომის კადრები უკრაინიდან“, – წერს ANONYMOUS -ი
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, 25 თებერვალს Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა.
“Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ”. – წერია დაჯგუფების სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ანონიმუსი დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გამხდარა.