საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანტალიაში ავტოავარიისას დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ არ მიუღიათ. ამასთან, კონსული შესაბამის ორგანოებთან მუდმივ კავშირზე იმყოფება.
ანტალიაში ავტოავარიის შედეგად 20-ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი ტურისტი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Dogan ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტურისტული ავტობუსი ანტალია-ქემერის ავტომაგისტრალზე ამოტრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, გვირაბიდან გასვლისას მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავარია ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მოხდა.