მეცნიერებმა ანტარქტიდაზე საიმპერატორო პინგვინების მრავალრიცხოვანი კოლონიები აღმოაჩინეს.
ანტარქტიკის შესწავლის ბრიტანულმა ცენტრმა პინგვინების ბინადრობის აქამდე უცნობი კვალის საძიებლად კონტინენტის ზედაპირის სკანირება განახორციელა.
ახალი ფოტოების დახმარებით მეცნიერებმა რვა ახალი კოლონია აღმოაჩინეს და მანამდე ნაპოვნი კიდევ სამის არსებობა დაადასტურეს. შედეგად, საიმპერატორო პინგვინების პოპულაცია 5-10%-ით გაიზარდა და მათი რაოდენობა უკვე 278, 5 ათას რეპროდუქტიულ წყვილს შეადგენს.
ეს სასიხარულო ამბავია, რადგან ეს ფრინველები ანტარქტიდაში დათბობის გამო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. მათი ცხოვრება მჭიდროდ ყინულთან არის დაკავშირებული, რომლის ფართობიც მომდევნო ათწლეულში შემცირდება და პროგნოზის მიხედვით, 2100 წლისთვის საიმპერატორო პინგვინების პოპულაცია ორჯერ შემცირდება.
ავტორი