რამდენიმე წუთის წინ ლანჩხუთში, მერიის შენობის მიმდებარედ ანტიკორუფციულმა სამსახურმა ორი პირი დააკავა. როგორც გაირკვა, დაკავებულები ოზურგეთიდან არიან. შემთხვევის ადგილზე ლანჩხუთის პოლიციის უფროსი ბესიკ აფაქიძეც იმყოფებოდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში დაადასტურა დაკავების შესახებ.
„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მართლაც მოხდა სამართალდამცველების მხრიდან ორი პირის დაკავება, რომლებიც ოზურგეთიდან არიან. მათი დაკავება ანტიკორუფციული სამსახურის მიერ მხდა და მეტს ვერაფერს გეტყვით“- გვითხრა აფაქიძემ.