,,როდესაც რუსები თქვენ სახლში მოვლენ, ზოგჯერ ძალიან რთულია მათ ის დაატოვებინო” – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომლითაც ყაზახეთის მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ყაზახეთმა მოითხოვა რუსული სამხედრო დახმარება ძალადობრივი არეულობის ტალღის მოსაგვარებლად.
როგორც BBC წერს, ბლინკენმა განცხადა, რომ ყაზახეთის ხელისუფლებას და მთავრობას შეუძლიათ სათანადოდ გაუმკლავდნენ აქიცებს ისე, რომ პატივი სცენ მომიტინგეების უფლებებს და კონინი და წესრიგი დაიცვან.
,,რატომ ხდებოდა სამხედრო ნაწილების განლაგება. რუსეთის ხელმძღვანელობით 2 500-მდე ჯარისკაციდან პირველი ჩავიდა ყაზახეთში. მოსკოვის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მისი ძალების განლაგება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში, დროებითია.
უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ როდესაც რუსები თქვენ სახლში მოვლენ, ზოგჯერ ძალიან რთულია მათ ის დაატოვებინო. ასე რომ, გაუგებარია, რატომ გრძნობენ ისინი რაიმე გარე დახმარების საჭიროებას. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მეტი გავიგოთ ამის შესახებ” – განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, ყაზახეთის შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, მასობრივი არეულობის შედეგად ქვეყანაში 18 სამართალდამცველი გარდაიცვალა, 700 – ზე მეტი პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე კი დაშავდა.
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. მისი თქმით, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს.
ყაზახეთის პრეზიდენტის განკარგულებით, 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს.
6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.
პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ – მთავრობის გადადგომას.
ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან 120-მდე გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე იქნება.
[sexy_author_bio]